მესამე ტიტული ლატვიაში | ოდიშარიამ სუპერ თასიც მოიგო
ლატვიის სუპერ თასი ლაშა ოდიშარიას რფს-მა მოიგო, „რიგა’’ 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტოში ითამაშა, 78-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 3:0-ს იგებდა.
2024 წლის ზამთარში ოდიშარია თბილისის „დინამოდან’’ რფს-ში გადავიდა, ლატვიურ გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო: ლატვიის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი.
ტიტულების გარდა ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშა, „გალათასარაის’’ გოლი გაუტანა და მარცხენა „ვინგბექზე’’ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარჯვენა გარემარბმა ლატვიურ კლუბში ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
CrystalSport-მა ინტერვიუ რფს-ის მთავარ მწვრთნელ ვიქტორ მოროზთან ჩაწერა, ლატვიელმა სპეციალისტმა ოდიშარიას შესახებ ვრცლად ისაუბრა:
თავმდაბალი ბიჭი მოედანზე თავხედი ხდება | უცნობი ამბები ოდიშარიაზე
ასევე გეტყვით, რომ CrystalSport-მა ლაშა ოდიშარიასთან ორი ინტერვიუ შემოგთავაზათ:
რატომ ავიყვანე ფსიქოლოგი? - ინტერვიუ ლაშა ოდიშარიასთან
მატჩის შემდეგ ჰენდერსონი მოვიდა და შემაქო - ოდიშარია აიაქსთან გამარჯვებაზე