გიორგი ქინქლაძე, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: ქინქლაძე ნამდვილი არტისტი იყო, როგორც კვარა

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან ჟოაუ ფელიქსმა (იხილეთ) და მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრეს (იხილეთ).

რობერტო მარტინესი ინგლისში თამაშობდა, როცა ქინქლაძე „მან. სიტისა'' და „დერბი ქაუნთის'' ფეხბურთელი იყო. ერთ-ერთი კითხვა გიორგი ქინქლაძეს ეხებოდა. 

რობერტო მარტინესი: „მახსოვს გიორგი ქინქლაძე, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო, ხელოვანი, ნამდვილი არტისტი. ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ბურთით გაერღვია დაცვის ხაზი. ასეთივეა კვარა. ასევე გამოვარჩევ გიორგი მამარდაშვილს. საქართველოს ნაკრებმა ბევრი გააოცა, ლუქსემბურგი და საბერძნეთი ჩამოიტოვა. აღსანიშნავია რასაც აშენებს და აკეთებს ვილი სანიოლი. საქართველო ის ადგილია, სადაც ბევრ ლეგენდას უთამაშია''.

ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, შემდეგ ჩეხეთი-საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთმა და საქართველომ თითო-თითო ქულა მოიპოვეს.

მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00), ჩეხეთი - თურქეთს (26 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები