კანელო ალვარესი: მინდა მესის ბოდიში მოვუხადო
მექსიკელმა მოკრივემ კანელო ალვარესმა ლეო მესის მისი უხეში განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.
„ამ დღეებში თავს უფლება მივეცი იმ ვნებისა და სიყვარულის გამო, რომელსაც ჩემი ქვეყნის მიმართ ვგრძნობ, გამეკეთებინა უადგილო კომენტარები, რისთვისაც მინდა ბოდიში მოვუხადო მესის და არგენტინელ ხალხს.
ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ და ამჯერად ჩემი ჯერი იყო. ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ მატჩებში და აქ ჩვენ მექსიკის მხარდაჭერას ბოლომდე გავაგრძელებთ“.
- დაწერა კანელომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ალვარესმა მესის მექსიკის მაისურზე ფეხის დადგმა დააბრალა და მას ურჩია არსად გადაჰყროდა. ამ განცხადებას სპორტული სამყაროდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყო ფაბრეგასის, აგუეროს და სხვების კომენტარები. ბოლოს კი მექსიკის ნაკრების კაპიტანმა ანდრეს გუარდადომ ჭორებს წერტილი დაუსვა და გამორიცხა, რომ ლეო რაიმე მსგავსს იზამდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ პოლონეთს 2:0 მოუგო, მექსიკამ კი საუდის არაბეთს 2:1. მექსიკელებს ბურთები არ ეყოთ და ჯგუფში ჩარჩნენ. კანელომ თავისი პოსტი მატჩამდე გამოაქვეყნა.