გუარდადო: კანელომ სისულელე თქვა, მესი ყველას პატივს სცემს
მექსიკის ნაკრების კაპიტანმა ანდრეს გუარდადომ, თანამემამულე მოკრივეს კანელო ალვარესს უპასუხა, რომელმაც ლეო მესის ბრალი მექსიკელთა მაისურის მიმართ უდიერად მოპყრობაში დასდო.
გარდადო ამბობს, რომ ეს მისი მაისური იყო და მესი ასე არასდროს მოიქცეოდა:
„მე მქონდა პატივი და იღბალი, რომ მესის ესპანეთში შევხვედროდი. სამწუხაროდ კანელოს არ ესმის რა და როგორ ხდება გასახდელში და ამიტომაც ჰქონდა მას ასეთი მკვეთრი რეაგირება.
ვფიქრობ, რომ მისი ასეთი რეაგირება სისულელე იყო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მესი ყველას პატივს სცემს. კანელომ არ იცის რა ხდება გასახდელში. როცა მაისური ოფლიანია, ეს შენია თუ მეტოქის მნიშვნელობა არ აქვს - ის იატაკზე რჩება. ის მაისური, რომელიც კადრებში ჩანდა ჩემი იყო, მატჩის შემდეგ ლეოს გავუცვალე".
- აღნიშნა გუარდადომ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი მექსიკელი მოკრივის კანელო ალვარესის ამ განცხადებას სპორტულ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობამ მესი დაიცვა და მალევე გუარდადომ ყველანაირ ჭორს წერტილი დაუსვა.