კანელო ალვარესი, კატარი 2022
Aa
Aa

აგუერო: კანელომ ხმოვანი ესემესი გამომიგზავნა, მოსმენისას ჩავისვარე

სერხიო აგუერომ კანელო ალვარესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ლეო მესი გააკრიტიკა და მას ცემით დაემუქრა. ეს ყველაფერი გავრცელებული ვიდეოს გამო მოხდა, რომელშიც ჩანდა, რომ თითქოს „ლა პულგა“ მექსიკელთა მაისურს ფეხს ადგამდა.

„მატჩების შემდეგ მაისურები გამუდმებით იატაკზე დევს, რადგან ოფლიანია. თუ კარგად დააკვირდებით, ხედავთ, რომ მესი აპირებს ბუცების გახდას და შემთხვევით მაისურს ეხება.

კანელო? მან ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა. ამის მოსმენისას იცით როგორ ჩავისვარე? როცა მისი ხმოვანი შეტყობინება დავინახე წამოვიძახე - ჯანდაბა!

მან მითხრა: „ჰეი მახინჯო! მე შენ მომწონდი. მომწერე“. მე ვუპასუხე: „ბატონო კანელო, მგონი ცდებით. შენ არ იცნობ ლეოს. ის ამას არანაირად არ იზამდა. უბრალოდ აღიარე, რომ ცდები“.

შემდეგ მან მითხრა, რომ მისი აზრისთვის პატივი მეცა“.

- ამბობს აგუერო.

გუარდადომ მესისა და მაისურის ამბავს წერტილი დაუსვა

მექსიკის ნაკრების კაპიტანმა მესის მხრიდან მაისურისთვის განზრახ ფეხის დაბიჯება გამორიცხა:

„მე მქონდა პატივი და იღბალი, რომ მესის ესპანეთში შევხვედროდი. სამწუხაროდ კანელოს არ ესმის რა და როგორ ხდება გასახდელში და ამიტომაც ჰქონდა მას ასეთი მკვეთრი რეაგირება.

ვფიქრობ, რომ მისი ასეთი რეაგირება სისულელე იყო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მესი ყველას პატივს სცემს. კანელომ არ იცის რა ხდება გასახდელში. როცა მაისური ოფლიანია, ეს შენია თუ მეტოქის მნიშვნელობა არ აქვს - ის იატაკზე რჩება. ის მაისური, რომელიც კადრებში ჩანდა ჩემი იყო, მატჩის შემდეგ ლეოს გავუცვალე".

- ამბობს ანდრეს გუარდადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა