აქვს რწმენა, რომ 1-2 წელში პრემიერ ლიგაში წავა | გუგეშაშვილის მწვრთნელი
„პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელმა არის კარაბეციოსმა მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ლუკა გუგეშაშვილის შესახებ ბერძნულ Gazzetta-სთან ისაუბრა. კარაბეციოსის თქმით, ლუკას ინგლისური „მიდლსბრო’’ იწვევდა, რომელსაც მაიკლ კერიკი წვრთნის, თუმცა ქართველმა მეკარემ უპირატესობა პაოკ-ს მიანიჭა.
არის კარაბეციოსი: „პაოკ-ის გარდა ბევრს გუნდს სურდა. წინადადებები „მიდლსბროდან’’ და „არისიდან’’ მიიღო. ერთად ბევრი ვიმსჯელეთ. მას უნდოდა საბერძნეთის დიდ კლუბში ეთამაშა, შესაძლებლობები დაემტკიცებინა და შემდეგ წასულიყო უფრო დიდ ლიგაში.
მას სჯერა, რომ 1-2 წელში პაოკ-ს დატოვებს და კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. საოცრად თავდაჯერებულია და ეს არის რატომაც ხშირად რისკიან გადაწყვეტილებებს იღებს’’.
კარაბეციოსმა ლუკას ხელფასზეც ისაუბრა და კარგად ჩანს, რომ ლუკასთვის პრიორიტეტი მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშია: „ყარაბაღში’’ მისი წლიური ხელფასი 400 000 ევრო იყო, „პანსერაიკოსში’’ – 170 000 ევრო. მას სურდა ევროპაში ეთამაშა, სწორედ ამიტომ მკვეთრად დაბალ ხელფასზე თამაშს დათანხმდა’’.
25 წლის მეკარემ სუპერ ლიგის სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, ხუთ შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა, ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა. შეგახსენებთ, გუგეშაშვილმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, პაოკ-მა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ლუკა ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
CrystalSport-მა „პანსერაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო და მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი ჩაწერა. შეგიძლიათ აღნიშნული ინტერვიუები იხილოთ:
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | ინტერვიუ არის კარაბეციოსთან
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ინტერვიუ ხუან ფერანდოსთან