ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

სოლიდური და დამაჯერებელი | გუგეშაშვილის კარგი მატჩი და უცნაურად გაშვებული პენალტი

საბერძნეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ატრომიტოსმა’’ შინ „პანსერაიკოსს’’ 1:0 მოუგო. სტუმართა ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო, ყველა დარტყმა გაანეიტრალა და კარის მშრალად შენახვასთან ძალიან ახლოს იყო. მატჩის მიწურულს მისი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, ლუკამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, ბურთს იგერიებდა, თუმცა ბურთი ასხლეტით კარის ბადეში აღმოჩნდა.

25 წლის ლუკა გუგეშაშვილმა სუპერ ლიგის სეზონში 23-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა, ოთხ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა. მის აქტივში 94 „სეივია'' და ამ მაჩვენებლით საბერძნეთის ჩემპიონატში მეორეა, პირველზე „პანსერაიკოსის'' მეკარე ლუკას ჩავესია 96 „სეივით''.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა. „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის ზაფხული ტრანსფერისთვის იდეალური მომენტია.

CrystalSport-მა „პანსერაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო და მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი ჩაწერა. შეგიძლიათ აღნიშნული ინტერვიუები იხილოთ:

მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | ინტერვიუ არის კარაბეციოსთან

მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ინტერვიუ ხუან ფერანდოსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის 2 საგოლე პასი | ცვლილებაზე შემოვიდა და თამაში შეცვალა
დავითაშვილის 2 საგოლე პასი | ცვლილებაზე შემოვიდა და თამაში შეცვალა