რომან დოლიძე, გრეგორი როდრიგესი
Aa
Aa

როდრიგესი: “რომან დოლიძემ ჩემთან ჩხუბზე უარი თქვა“

ბოლო პერიოდში გრეგორი როდრიგესი დიდებულ ფორმაში იმყოფება და მან მთავარი ბრძოლაც დაიმსახურა.

ბრაზილიელი Fight Night-ზე UFC Apex-ში ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდება. იქამდე კი მედიასთან საუბრის დროს, გრეგორმა განაცხადა, რომ მასთან ჩხუბზე უარი რომან დოლიძემ თქვა.

როდრიგესი:

„UFC ყოველთვის აფასებდა შრომისმოყვარე მებრძოლებს. დანკანთან ბრძოლის შემდეგ, დეკემბერში იკრამ ალისკეროვთან დაპირისპირება შემომთავაზეს. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ თავად ალისკეროვმა უარი თქვა.

კიდევ ორი მებრძოლი შემომთავაზეს, მაგრამ ორივე წინააღმდეგი იყო. ჯერ პაულო კოსტასთან ბრძოლა მივიღე, ბოლოს კი რომან დოლიძესთან. მე თანახმა ვიყავი, ის არა.“

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად რომან დოლიძემ 2024 წლის 6 ნოემბერს იჩხუბა. ქართველი მებრძოლი UFC 307-ზე საშუალო წონაში კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა. ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა. დოლიძემ კევინს ნეკნი გაუტეხა.

ასევე ცნობილია, რომ დოლიძე შემდეგ ბრძოლას 16 მარტს მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს. რომანს შანსი ექნება, რომ იტალიელს რევანში აუღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ...“ - შარა ბულეტმა დოლიძეს უპასუხა
„მასთან სასაუბროდ ყოველთვის მზად ვარ...“ - შარა ბულეტმა დოლიძეს უპასუხა