ნეკნი გაუტეხა - რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა
UFC 307-ზე საშუალო წონაში რომან დოლიძე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა.
ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა. პირველივე რაუნდში, ქართველმა მებრძოლმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და კევინს ნეკნი გაუტეხა, რის შემდეგაც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებული რომან დოლიძე გახდა.
ცნობისთვის, დოლიძემ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა და დღევანდელი გამარჯვება მისთვის მე-14 იყო. (UFC-ში მე-8). ასევე გეტყვით, რომ რომანმა 14 მოგებული ბრძოლიდან, 8 პირველივე რაუნდში დაასრულა.