ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ალფრედო პედულა, ჯოვანი მანა
Aa
Aa

„არავითარი შანტაჟი! აი სიმართლე კვარაზე“ - პედულა ნაპოლის პასუხობს

Sportitalia-ის ჟურნალისტი და საფეხბურთო ექსპერტი ალფრედო პედულა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მანამ პრესკონფერენციაზე ირიბად მიანიშნა, რომ კვარამ „ნაპოლი“ დააშანტაჟა და კლუბი იძულებული იყო ის გაეყიდა.

„არავითარი შანტაჟი არ ყოფილა. მანამ 3 ნოემბერს ასეთი რამ თქვა: „კვარას დაკარგვა არ გვინდა, თუ კონტრაქტის საკითხი ახლა ვერ მოვაგვარეთ, ამას ზაფხულში გავაკეთებთ“. მე არ მესმის ასეთი ინტერპრეტაციების, როცა სპორტული დირექტორი ხარ და სამ ნოემბერს ამბობდი, რომ კონტრაქტს ზაფხულში გაახანგრძლივებდით, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს წასვლა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, როცა მისმა აგენტმა ახალ ხელშეკრულებაზე უარი 5-6-ჯერ თქვა.

ეს სიტუაცია ზედმეტად მარტივად გასაგები იყო. აგიხსნით: როდესაც შეთანხმებას ვერ აღწევ და უარი 5-6-ჯერ მიიღე, ეს კი იმიტომ ხდება, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ, ოსიმენს ხელფასი 11 მილიონამდე გაუზარდე, კვარაცხელიას კი ისევ 1.3 მილიონი დაუტოვე. ყველაფერი მარტივია - აქ აღარ არის საჭირო, რომ სპორტული დირექტორი იყო, სიტუაცია ისედაც გასაგებია.

თუ, შენ 3 ნოემბერს მეუბნები, რომ ფეხბურთელის დაკარგვა არ გინდა, შემდეგ უკვე თებერვალში ვეღარ იტყვი, რომ „თითქმის დაგაშანტაჟეს“. წერტილი, მე დავასრულე“.

- განაცხადა პედულამ.

ბოლო 2 დღეა, იტალიაში „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს ჯოვანი მანას აკრიტიკებენ, რადგან მისი პრესკონფერენციის შემდეგ, კვარაცხელიას გაშავების მცდელობა შეინიშნება. პედულას გარდა, ხვიჩას ენრიკო ფედელეც გამოექომაგა. ამ თემის შესახებ ყველა სიახლე შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: რაც დი ლორენცოსთან გააკეთეს, ხვიჩასთანაც იგივე იყო საჭირო
ფედელე: რაც დი ლორენცოსთან გააკეთეს, ხვიჩასთანაც იგივე იყო საჭირო