ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ არ იციან ნაპოლის რა სიკეთე გაუკეთა“

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ, TMW Radio-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ფედელემ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ფიფას მე-17 მუხლის გამოყენება შეეძლო, რაც კლუბს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანდა.

„აქ კვარას მოღალატედ თვლიან, მაგრამ ყველამ არ იცის რა სიკეთე გაუკეთა მან კლუბს. ევროპის ფედერალური სასამართლოს დახმარებით, მას შეეძლო ფიფას მე-17 მუხლი გამოეყენებინა. ასეთ შემთხვევაში მას ნახევარ ფასში გაყიდდნენ. ამ დროს კლუბმა წელი 51 მილიონიანი ზარალით დახურა. ნაპოლის ხაზინაში ლიკვიდური რეზერვები აღარ აქვს და არც ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ფინანსურ სარგებელს მოუტანენ. ხვიჩამ ამ ხერხს არ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო.

ასევე ერთი კითხვა მაქვს: არის თუ არა ოკაფორი უკეთესი მოთამაშე, ვიდრე რასპადორი? რატომ იყიდა ის კლუბმა?“

- ამბობს ფედელე.

რას ნიშნავს ფიფას მე-17 მუხლი?

მე-17 მუხლი არის FIFA-ს რეგლამენტის წესი, რომელიც ნებადართულია 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გუნდის შეცვლის უფლება აქვთ. ფეხბურთელს, რომელსაც სურს ამ წესის გამოყენება, მას სამი ვალდებულება აქვს:

პირველი: აცნობოს კლუბს თავისი განზრახვა, რომ გუნდის დატოვება სურს და ეს უნდა გააკეთოს ბოლოს ჩატარებული მატჩიდან უახლოეს 15 დღეში.

მეორე: მას ეკრძალება იმავე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდში გადასვლა მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

მესამე: ის კომპენსაციას გადაუხდის მის ამჟამინდელ კლუბს, რამდენიმე ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით, მაგალითად, როგორიცაა ხელფასი და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო (იგულისხმება მაქსიმუმ 5 წელი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?
Fake Run-ები და დაკარგული „ორმაგი პლუს-ერთი“ | რა სჭირს რეალს?