ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

“რომ მომინდეს დაგასრულებ“ - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

UFC 311-ზე ისლამ მახაჩევმა მახრჩობელა ილეთით რენატო მოიკანო დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული შეინარჩუნა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ისლამმა ილია თოფურია გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონია და ისლამთან დაპირისპირებისთვის ერთით მაღალ წონით დივიზიონში მოუწევს ასვლა.

რა თქმა უნდა, თოფურიამ მახაჩევის გამოწვევა უყურადღებოდ არ დატოვა და სოციალურ ქსელში პასუხი გასცა.

რას წერს თოფურია?

„ისლამ, რომ მომინდეს, შემიძლია დაგასრულო. რომ მომინდეს შემიძლია დაგანოკაუტო. ამ ყველაფერს ძალიან მარტივად გავაკეთებ. მალე შევხვდებით.“

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევის ბრძოლამდე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს ილიას ძმა, ალექსანდრე თოფურია კოდი ჰადონს სიდნეიში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მგონია, რომ წავაგე, პირველი სამი რაუნდი ჩემი იყო“ | რა თქვა უმარმა ჩხუბის შემდეგ
„არ მგონია, რომ წავაგე, პირველი სამი რაუნდი ჩემი იყო“ | რა თქვა უმარმა ჩხუბის შემდეგ