მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი: უმარი პატარა, გაფუჭებული ბავშვია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა The Schmo-სთან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვზე ილაპარაკა, რომელთანაც სულ მალე ტიტულის დაცვას შეეცდება.

„მანქანამ“ დაღესტნელ მეტოქეს გათამამებული ბავშვი უწოდა.

„ვაპირებ მორიდებულობა ვასწავლო. უმარი პატარა, გაფუჭებული ბავშვია. ის უპატივცემულოდ იქცეოდა. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. 18 იანვარს, მე ყველაფერს დავამტკიცებ. ნამდვილად ბევრს ვმუშაობ. ყოველ ჯერზე, როდესაც ტოპ მებრძოლებთან ვჩხუბობ, მე ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ ყველაფერი მარტივ ამოცანად ჩანდეს. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე იქნება“, - თქვა ქართველმა ჩემპიონმა.

თავის მხრივ, უმარი ამბობს, რომ „მანქანა“ მას ვერასდროს ვერ დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი, UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები