ნურმაგომედოვი: მერაბი ვერასდროს ვერ დამამარცხებს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა MMA Junkie-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაზე ილაპარაკა, რომელიც სულ მალე გაიმართება.
დაღესტნელის თქმით, „მანქანა“ მას ვერასდროს დაამარცხებს.
რა თქვა ნურმაგომედოვმა:
„ჩხუბის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ შემიძლია გითხრათ, რომ „ეს არასდროს მოხდება“, მაგრამ მერაბი ვერ დამამარცხებს, ვერასდროს - ეს შემიძლია გითხრათ. მე არ ვიცი თეიქდაუნის ან სხვა რამის შესახებ, მაგრამ ის ვერასდროს დამამარცხებს. მას არ აქვს უნარები, რომ ჩემზე გაიმარჯვოს“.
„ბევრ ადამიანს მხოლოდ ლაყბობა შეუძლია, მე კი უბრალოდ მისთვის ქამრის წართმევა მინდა. თუ მას ცუდი განზრახვები აქვს, შეუძლია რამე გააკეთოს“.
„მე ყველა საკითხს გალიაში დავასრულებ, რის შემდეგაც ვნახავთ, რას იზამს ის. მინდა მერაბმა აჩვენოს მტკიცებულება, რას ვლაპარაკობდი მის ქვეყანაზე. როდესაც შენ რაღაც მსგავსს ლაპარაკობ, მაშინ დაამტკიცე“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვრის დილას, UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.