პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ბორნმუთი
Aa
Aa

“წარსულში ამის დაძლევა შეგვეძლო“ - პეპი ბორნმუთთან მარცხის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტი ბორნმუთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პეპი:

„ბორნმუთის ფეხბურთელების ინტენსივობას ვერ გავუძელით. გრძელ და მაღალ ბურთებს ვერ ვიგებდით და როდესაც ასე ხდება, აუცილებლად წააგებ. თავი უფრო ღრმად უნდა დაგვეცვა და ავყოლოდით იმ რიტმს, რომელიც მოწინააღმდეგემ შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგიც სახეზეა.

განსაკუთრებით პრესინგის დროს გაგვიჭირდა. ისინი მაღალი ბურთებით გვეთამაშებოდნენ და საჰაერო დუელებს ვაგებდით. წარსულში ამის დაძლევა შეგვეძლო, მაგრამ დღეს ვერ მოვახერხეთ. ხანდახან მეტოქეები უკეთესები არიან და ამას უნდა შევეგუოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, მანჩესტერულმა გრანდმა პრემიერ ლიგაში ლიდერობა დაკარგა. სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლივერპული ლიდერობს, სიტის კი 23 ქულა აქვს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პეპ გუარდიოლას ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი აკლდა. საუბარი ჯეკ გრილიშზე და როდრიზეა.

ასევე შეგახსენებთ, მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ბორნმუთთან თამაშამდე, ქალაქელები ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ. გუარდიოლას შეგირდები აღნიშნულ ტურნირს გამოეთიშნენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მარცხი სეზონში - სიტი ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა
პირველი მარცხი სეზონში - სიტი ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა