ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პირველი მარცხი სეზონში - სიტი ინგლისის ლიგის თასიდან გავარდა

ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტი ტოტენჰემს სტუმრად დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

პეპ გუარდიოლას სეზონში პირველი წაგება ძვირად დაუჯდა. ქალაქელები ინგლისის ლიგის თასს დაემშვიდობნენ.

ანგარიში მე-5 წუთზე ტიმო ვერნერმა გახსნა. 25-ე წუთზე სარმა კულუშევსკის გადაცემა გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს, სიტიმ 1 ბურთი გაქვითა. თავი ნუნეშმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში, ესპანელი სპეციალისტის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ 2:1 და ტოტენჰემი ¼ ფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი რასიზმთან ბრძოლის გამო არ მისცეს - Reuters
ვინისიუსი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი რასიზმთან ბრძოლის გამო არ მისცეს - Reuters