ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ჰოლოუეი გათიშა და ქამარი დაიცვა - თოფურიას ბრწყინვალე გამარჯვება

UFC 308-ზე, აბუ-დაბიში, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქამარი წარმატებით დაიცვა, მაქს ჰოლოუეი გათიშა!

ილია თოფურიამ აქტიურად დაიწყო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა. პირველ რაუნდში ქართველი უფრო მეტად აქტიურობდა. მეორე რაუნდში თანაბარი ბრძოლა იყო, მესამე რაუნდში კი ილიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა, ტანში ძალიან მაგრად ურტყა და საბოლოოდ გათიშა !

ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. შეგახსენებთ, ილიას მსგავსად ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.

აღსანიშნავია რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს.

ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.

გამარჯვების შემდეგ ილიამ განაცხადა: „მადლობა ღმერთს, ის მაძლევს ყველაფერს, რაც კი მაქვს ცხოვრებაში. არ ვიცი, რა ვთქვა - ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორც მაქს ჰოლოუეია, უბრალოდ დაუჯერებელია. მთელი მისი კარიერის განმავლობაში მაქსი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. მებრძოლების ახალი თაობისთვის ის მაგალითს წარმოადგენდა. ამ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ და იმედი მაქვს, რომ თუნდაც მცირედით შევძლებ შემდეგი თაობისთვის ისეთი მაგალითის მიცემას, როგორიც ჩვენ მაქსმა მოგვცა. ჩემი პატივისცემა მას. როდესაც სახეში მოვარტყი, მან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. იშვიათად ხდება ისე, რომ მაქსი უკან იხევს, ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ ზეწოლა გამეგრძელებინა. გავაგრძელე და დავანოკაუტე კიდეც'' (იხილეთ ვრცლად).

მსგავსი სიახლეები