ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | თოფურია-ჰოლოუეის ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს. ილიამ და ჰოლოუეიმ წონა წარმატებით ჩააბარეს. ჰოლუეიმ და ილიამ ერთნაირი წონები დააფიქსირეს - 145 ფუნტი, რაც დაახლოებით 65,77 კილოგრამია.

შეგახსენებთ, UFC 308-ZE აბუ-დაბიში ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის ბრძოლა შაბათს, თბილისის დროით გვიან ღამით შედგება და 27 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას პირველად შეეცდება.

„რა განსხვავებაა ჩემსა და ჰოლოუეის ყოფილ მეტოქეებს შორის, რომლებმაც ის ვერ დაანოკაუტეს? არც ერთ მათგანს აქვს ჩემნაირი ძლიერი ხელები და უნარები. მისმინეთ, მაშინაც მისტვენდით, როცა ვოლკანოვსკისთან ჩხუბამდე ვამბობდი, დავანოკაუტებ-მეთქი. ახლაც იმავე ენერგიით ხართ, მაგრამ ჩხუბის შემდეგ აზრს შეიცვლით, რადგან პირველი ვიქნები, ვინც ჰოლოუეის გათიშავს. მე ელ მატადორი ვარ და ყველამ იცის, ელ მატადორი ხართან როგორ იქცევა'' - განაცხადა ილიამ პრესკონფერენციაზე (იხილეთ ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები