„მსაჯებს შეუძლიათ დაისვენონ, პირველ რაუნდში მოვიგებ“ | თოფურია VS ჰოლოუეის პრესკონფერენცია
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ქამარს პირველად მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. ღონისძიებას აბუ-დაბი უმასპინძლებს და დღეს, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მებრძოლებმა შეკითხვებს უპასუხეს.
Featherweight champ vs the BMF ????
— UFC_AUSNZ (@UFC_AUSNZ) October 24, 2024
Ilia Topuria vs Max Holloway - who walks away as the champ?
???????? #UFC308 | Oct 27 | Main Card 5am AEDT | 7am NZDT | Order at Link in Bio | #InAbuDhabi | @VisitAbuDhabi pic.twitter.com/tIBPuCJCI6
თოფურია: „იგივე მოხდება, რაც ვოლკანოვსკისთან და მაქსს დავაფინიშებ. ალექსი მეორე რაუნდში გავთიშე, მაგრამ ამჯერად, ყველაფერი ოდნავ სხვანაირად იქნება და ჰოლოუეის პირველ რაუნდში დავანოკაუტებ.
რა განსხვავებაა ჩემსა და ჰოლოუეის ყოფილ მეტოქეებს შორის, რომლებმაც ის ვერ დაანოკაუტეს? არც ერთ მათგანს აქვს ჩემნაირი ძლიერი ხელები და უნარები. მისმინეთ, მაშინაც მისტვენდით, როცა ვოლკანოვსკისთან ჩხუბამდე ვამბობდი, დავანოკაუტებ-მეთქი. ახლაც იმავე ენერგიით ხართ, მაგრამ ჩხუბის შემდეგ აზრს შეიცვლით, რადგან პირველი ვიქნები, ვინც ჰოლოუეის გათიშავს. მე ელ მატადორი ვარ და ყველამ იცის, ელ მატადორი ხართან როგორ იქცევა.
ჰოლოუეი ამბობს, რომ სხვადასხვა მებრძოლს ვბაძავ. რეალობა ისაა, რომ მას უნდა ილია თოფურია იყოს. მას უნდა ჩემპიონი იყოს და ჩემს ადგილს იკავებდეს. ჰოლოუეი BMF-ის საჩემპიონო ქამრის ღირსი არაა. ეს ქამარი ხორხე მასვიდალისთვის შეიქმნა და მაქსი ყალბი BMF-ია, რაც დადასტურება, როცა ოქტაგონის ცენტრისკენ მივუთითებ.
გაგრძელდება თუ არა ეს ჩხუბი 3 რაუნდზე მეტს? მსაჯებს შეუძლიათ, დაისვენონ. მას პირველ რაუნდში დავაფინიშებ”.
ჰოლოუეი: „მაქვს თუ არა შანსი ილია თოფურიასთან? ასე რომ არ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი. შაბათ საღამოს ვნახავთ, რა მოხდება. ყველაფერი გაირკვევა და ჩხუბი არ გამოტოვოთ”.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის ბრძოლა შაბათს, თბილისის დროით გვიან ღამით შედგება და 27 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას პირველად შეეცდება.