ლუკა გაგნიძე, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

გასახდელში მწვრთნელმა გვითხრა, რომ... - კვერნაძე და გაგნიძე გამარჯვების შემდეგ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულა, რომ ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი შეინარჩუნა, რამაზ სვანაძის გუნდი ფლეი-ოფში ითამაშებს, რაც უკვე წარმატებაა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ ქართველი სპეციალისტი მედიას ესაუბრა (იხილეთ).

სვანაძის შემდეგ პრესკონფერენცია გიორგი კვერნაძემ და ლუკა გაგნიძემ გამართეს, მათ მოკლე კომენტარები გააკეთეს.

გიორგი კვერნაძე: „ბევრი რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, შემდეგ გოლი გავუშვით. ერთიანობისა და ბრძოლის ხარჯზე თამაში შემოვატრიალეთ და იმ მიზანს მივაღწიეთ, რაც დასახული გვქონდა’’.

ლუკა გაგნიძე: „თამაში ხასიათის ხარჯზე შემოვატრიალეთ. წარმატება ამ ხასიათის დამსახურებაა. გასახდელში მწვრთნელმა თქვა, რომ ასეთი ხასიათით ყველას დამარცხება შესაძლებელია. გასულ წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ვითამაშეთ, ეს გამოცდილება ამ შეხვედრებში ძალიან დაგვეხმარა. ველოდებით წილისყრას, შეგვიძლია ორი მატჩის შემდეგ ისტორია დავწეროთ და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ’’.

ფლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სავარაუდო მეტოქეები: ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და ბელგია. წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება, ფლეი-ოფის შეხვედრები - 11 და 19 ნოემბერს (შინ და სტუმრად).

მსგავსი სიახლეები