ლევან შენგელია, ტრაიანოს დელასი
Aa
Aa

შეუჩერებელია და გუნდის საკვანძო მოთამაშედ იქცა - ბერძნული Gazzetta შენგელიაზე

ავტორიტეტული ბერძნული გამოცემა Gazzetta.gr ლევან შენგელიას წარმატებულ თამაშს ეხმაურება ამ სათაურით: „შენგელია შეუჩერებელია’’. 

გამოცემა შენგელიას ოფი-ში ტრანსფერს წარმატებულს უწოდებს და მის კარგ სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მარჯვენა გარემარბი, რომელიც მალე, 27 ოქტომბერს 29 წლის გახდება, ყოველ 67 წუთში გოლს იტანს ან საგოლე პასს ასრულებს. სტატიის ავტორი ვასილის ვალაცოსი აღნიშნავს, რომ შენგელია გუნდის გეგმებში საკვანძო მოთამაშედ იქცა.

CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელი თვლის, რომ ძალიან კარგ გარემოში მოხვდა, მწვრთნელისგან ნდობას გრძნობს და თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ოფი-ში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილია.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლევან შენგელია ბერძნულ ოფი-ში გადავიდა, სამ თამაშში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. სადებიუტო მატჩში „ვოლოსს’’ გაუტანა, შემდეგ „არისთან’’ 2 საგოლე პასი შეასრულა, გუშინ კი „ლევადიაკოსთან’’ მატჩის მიწურულს მისი საგოლე გადაცემით ვასილიოს ლამპროპულოსმა თამაში გადაარჩინა. მოკლედ, სამ მატჩში ლევანის აქტივში 4 საგოლე მოქმედებაა და შესაძლოა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის გამოიძახოს.

შენგელიას შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ: შენგელიას ბრწყინვალე სტატისტიკა - დელასი ქართველს დიდ ნდობას უცხადებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები