ემპოლი, საბა საზონოვი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

იუვეს ქულები დააკარგვინეს - გოგლიჩიძის სოლიდური პერფორმანსი

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში „ემპოლიმ’’ ჩემპიონატის ლიდერი „იუვენტუსი’’ მიიღო და 0:0 ითამაშა. საბა საზონოვისა და საბა გოგლიჩიძის გუნდმა ლიდერს ქულები დააკარგვინა.

საზონოვი „ემპოლის’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გოგლიჩიძე ზედიზედ მეორედ სასტარტოში მოხვდა და თავი კარგად წარმოაჩინა. მან 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. მატჩის ძირითადი ნაწილის განმავლობაში დუშან ვლაჰოვიჩს მეურვეობდა.

გოგლიჩიძემ კვლავ მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, მისი 46 პასიდან 40 ზუსტი იყო (87 პროცენტი). 5 გრძელი გადაცემა შეასრულა, 3 ზუსტი იყო. მინდორზე 6 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო. მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა და ბურთი ერთხელ „ამოიტანა’’, საჯარიმოში სიტუაცია განმუხტა.

საწყის ოთხ ტურში „ემპოლიმ’’ 1 თამაში მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, დაუმარცხებელია და მის აქტივში 6 ქულაა.

მატჩის შემდეგ „ემპოლის'' მწვრთნელმა საბაზე ისაუბრა - იხილეთ

მსგავსი სიახლეები