„სწრაფად პროგრესირებს, ვეტერანივით ითამაშა“ | ემპოლის თავკაცი გოგლიჩიძეზე
„იუვენტუსის“ წინააღმდეგ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ'ავერსამ გუნდის ქართველ ცენტრალურ მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა.
რა თქვა „ემპოლის“ მწვრთნელმა:
„საბა გოგლიჩიძე სწრაფად პროგრესირებს, თუმცა არ მინდა, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო. „ბოლონიასთან“ და დღეს ის ვეტერანივით თამაშობდა.
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკია, მან ეს ორი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. თუმცა, ახალგაზრდებთან დაკავშირებით მეტი წინდახედულობა გვმართებს - მათ უნდა მივცეთ საშუალება, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე.
სახელთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ ახლა კიდევ ერთი საბა გვყავს - საზონოვი, მე მას საბა 2-ს ვეძახი, იმიტომ რომ გოგლიჩიძის წარმოთქმა რთულია“.
„იუვეს“ წინააღმდეგ საბა გოგლიჩიძემ კვლავ მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, მისი 46 პასიდან 40 ზუსტი იყო (87 პროცენტი). 5 გრძელი გადაცემა შეასრულა, 3 ზუსტი იყო. მინდორზე 6 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო. მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა და ბურთი ერთხელ „ამოიტანა’’, საჯარიმოში სიტუაცია განმუხტა.
საწყის ოთხ ტურში „ემპოლიმ’’ 1 თამაში მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, დაუმარცხებელია და მის აქტივში 6 ქულაა.