ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: ვცდილობ, კვარა უფრო არაპროგნოზირებადი გავხადო

ანტონიო კონტემ „პარმასთან“ მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„კვარა? პირველ რიგში, ის კარგი ბიჭია. ის გაუმჯობესებისთვის ვარჯიშობს. მას მომავალში ზრდა სურს. მას წინ მთელი სიცოცხლე აქვს, რომ ტოპ დონის მოთამაშე გახდეს. მას გასაუმჯობესებლად პოტენციალი გააჩნია. მე ჩემის მხრივ ვცდილობ მას ტაქტიკური თვალსაზრისით რაც შეიძლება მეტი მივცე და უფრო არაპროგნოზირებადი გავხადო, რადგან, თუ შენ მას ერთ პოზიციაზე, ერთ ზონაში დააყენებ, მოწინააღმდეგე ამას წაიკითხავს და მის წინააღმდეგ დაცვას გააორმაგებს, გაასამმაგებს, ასეთ დროს შესაძლოა ფეხბურთელი პროგნოზირებადი გახდეს.

ჩვენ ამ ასპექტს სხვა ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთად ვაფასებთ, რათა უფრო მეტად არაპროგნოზირებადები გახდნენ. ვფიქრობ, ხვიჩა არის ბიჭი, რომელსაც ფეხბურთისა და პიროვნულობის თვალსაზრისით გაზრდა კიდევ შეუძლია. ის მხოლოდ 23 წლისაა, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთან არის. იგი ახლა სრულიად ხელმისაწვდომია“.

კონტემ ლუკაკუს შესახებაც ისაუბრა, რომელიც უკვე ოფიციალურად „ნაპოლის" ფეხბურთელია, თუმცა პრესკონფერენციის დროს ტრანსფერი დახურული ჯერ არ იყო.

„ლუკაკუ? იმედი მაქვს მისი ტრანსფერი მალე დადასტურდება (უკვე დადასტურდა, რამდენიმე წუთის წინ). დღესვე ან ხვალ იგი ხელმისაწვდომი იქნება და გუნდთან ერთად ივარჯიშებს. რა შემიძლია ვთქვა მასზე? ის ატიპიური ცენტრფორვარდია. როგორც წესი, მისი მონაცემების მქონე (190 სმ) ფორვარდები ნელები არიან, მაგრამ ბელგიელს ძლიერი ფეხები აქვს და სწრაფია. ჩვენ გვჭირდება ფორვარდი, რომელიც იბრძოლებს, სივრცეებს შექმნის და ბურთის ამოტანაში დაგვეხმარება, ასევე მიაყენებს ზიანს მეტოქის მცველებს“.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ „პარმას“ მატჩი შაბათს 22:45 საათზე დაწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Eldesmarque: ასეთი რაღაცები რომ შეუძლია, ამიტომ იყიდა ლივერპულმა
Eldesmarque: ასეთი რაღაცები რომ შეუძლია, ამიტომ იყიდა ლივერპულმა