ოფიციალურად - რომელუ ლუკაკუ ნაპოლის ფეხბურთელია
რომელუ ლუკაკუ „ნაპოლის“ ფეხბურთელია - ინფორმაცია ამის შესახებ „ნაპოლიმ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბელგიელმა ცენტრფორვარდმა „პარტენოპეისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ნეაპოლური კლუბი კი მის სანაცვლოდ ლონდონის „ჩელსის“ 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
Romelu is proud to be one of us!
— Official SSC Napoli (@sscnapoli) August 29, 2024
???? #ProudToBeNapoli | #ForzaNapoliSempre | #WelcomeLukaku pic.twitter.com/Z4R4x4LVkz
ლუკაკუსა და კონტეს ერთად „ინტერში“ უმუშავიათ, რაც ბელგიელისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.
მიმდინარე სეზონში ლუკაკუ „ნაპოლის“ რიგით მეხუთე ახალწვეულია. მანამდე გუნდს უკვე შეუერთდნენ ალესანდრო ბუონჯორნო, რაფა მარინი, ლეონარდო სპინაცოლა და დავიდ ნერეში. უახლოეს საათებში ოფიციალურად დადასტურდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის ტრანსფერიც.
31 აგვისტოს „ნაპოლი“ „პარმას“ უმასპინძლებს - მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.