ნიდერლანდელი გაანადგურა - ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია (U17)
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (-60 კგ.) ოქროს მედალთან ახლოსაა. ტურნირიში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, საბოლოოდ ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ლაუინას 8:0 მოუგო. ფინალში ლოლუას მეტოქე აზერბაიჯანელი აიხან ჯავადოვი იქნება.
შეგახსენებთ, 2022 წელს ზაგრებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 14 წლის ლოლუამ ევროპის 15-წლამდე და 17-წლამდე ჩემპიონატები მოიგო (იხილეთ).
მიმდინარე ტურნირზე, რომელიც იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარეობს, ფინალში გასვლის შანსი გიორგი ალადაშვილსაც (- 71კგ.) ჰქონდა, მაგრამ ნახევარფინალში ნეიტრალური სტატუსის მქონე ვლადისლავ ბირლიასთან დამარცხდა. ალადაშვილი ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭიდავეს აქვს, იური ჩაფიძე ( -51 კგ.) და ვლადიმერ მინაძე (-92 კგ.) რეპეშაჟში არიან.