ლოლუას საოცარი ზაფხული: ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო
ზაგრებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატზე ერეკლე თავბერიძემ (48 კგ.), ვახტანგ ლოლუამ (52 კგ.) და გიორგი ალადაშვილმა (75 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე საერთო ჯამში აღნიშნულ ტურნირზე 6 მედალია. 3 ოქროს მედლის გარდა დავით გაბედავას (44 კგ), რევაზ გუჯაბიძისა (48 კგ) და ლუკა ფიფიას (52 კგ) აქტივში ბრინჯაოს მედლებია.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ვახტანგ ლოლუამ 48 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა. ვახტანგ ლოლუასთვის ზაგრებში გამართული ტურნირიც წარმატებული იყო. ასე რომ, 14 წლის ლოლუამ მიმდინარე ზაფხულში ორი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ლოლუას გამარჯვება ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატის ფინალში