ალექსანდრე ფეიქრიშვილი
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - ფეიქრიშვილის მორიგი კარგი მატჩი

კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდი ჩეხეთში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს, პირველ მატჩში „ბანიკის’’ 19-წლამდე გუნდს 3:1 მოუგო. უკრაინული კლუბის ახალწვეულმა ლექსო ფეიქრიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.

 

მიმდინარე ტურნირზე ლექსომ მეორე ტურში „სლოვანის’’ 19-წლამდე გუნდთანაც ითამაშა, ეს მატჩი „დინამოს’’ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამჯერად მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არ ყოფილა, თუმცა ვიდრე გუნდი ჩეხეთში გაემგზავრებოდა, ქართველმა ნახევარმცველმა „იუკსასთან’’ ამხანაგურ მატჩში საგოლე პასი შეასრულა (იხილეთ).

CrystalSport-მა 16 ივლისს გაუწყათ, რომ ლექსო თბილისის „დინამოდან'' კიევის „დინამოში'' გადავიდა, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია რამდენიმე საათში უკრაინულმა კლუბმა დაადასტურა.

ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოს'' აღზრდილია. მას საქართველოს 16, 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ტალანტად ითვლება. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ყოველწლიურად, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასახელებს. 2023 წელს The Guardian-მა 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელები გამოარჩია და 60 მოთამაშეს შორის ალექსანდრე ფეიქრიშვილი შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები