საგოლე პასი სადებიუტო მატჩში - ფეიქრიშვილის კარგი თამაში
კიევის „დინამოში’’ გადასულმა 18 წლის ტალანტმა ლექსო ფეიქრიშვილმა 19-წლამდე გუნდში პირველად ითამაშა, „იუკსასთან’’ ამხანაგურ მატჩში საგოლე პასი შეასრულა, პრესინგზე კარგად ითამაშა, მცველს და მეკარეს აჯობა, ბურთი მოიპოვა და თანაგუნდელს გაატანინა, ასე გაიხსნა ანგარიში. შეხვედრა ფეიქრიშვილის გუნდმა 3:2 მოიგო.
კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდი ჩეხეთში გაემგზავრება და შემდეგ კვირაში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
CrystalSport-მა 16 ივლისს გაუწყათ, რომ ლექსო თბილისის „დინამოდან'' იევის „დინამოში'' გადავიდა, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია რამდენიმე საათში კიევის „დინამომ'' დაადასტურა.
ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოს'' აღზრდილია. მას საქართველოს 16, 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ტალანტად ითვლება.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ყოველწლიურად, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასახელებს. 2023 წელს The Guardian-მა 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელები გამოარჩია და 60 მოთამაშეს შორის ალექსანდრე ფეიქრიშვილი შეიყვანა.