ფედელე: კონტე ძალიან რისკავს, ნაპოლიმ შესაძლოა ბევრი გაუშვას
წარსულში მწვრთნელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს და „პარტენოპეის“ ახალი ტაქტიკის შესახებ თავის მოსაზრებას აფიქსირებს.
ფედელე „ნაპოლის“ თამაშში რისკებს ხედავს.
„ნაპოლის დაცვის ხაზში რაღაც ხარვეზებს ვხედავ. კონტე ფორვარდებს ძალიან მაღლა სწევს, ვინგბექებს კი ასევე მაღლა ათამაშებს და დი ლორენცო-სპინაცოლას დუეტს შესაძლოა უკან ზონები დარჩეთ, რაც მათ კარში გოლს გამოიწვევს.
როდესაც ვინგბექად უფრო შემტევი სტილის მოთამაშეს აყენებ, შედეგად ბევრ გაშვებულ გოლს იღებ. ვინ უზრუნველყოფს თავდაცვით სამუშაოებს? ლუკაკუსთან, კვარაცხელიასთან და პოლიტანოსთან ერთად ნაპოლი სამი ფორვარდით შეუტევს, ასევე მაღლა აწეული ვინგბექებიც იქნებიან, შედეგად გუნდი თავს მხოლოდ 5 ფეხბურთელით დაიცავს. ეს ყველაფერი რისკის შემცველ თამაშს ნიშნავს.
თავდაცვით გაშუქებას? რომელუ ლუკაკუსთან, ხვიჩა კვარაცხელიასა და მატეო პოლიტანოსთან ერთად, ნაპოლი უტევს სამით და ამაღლებს გარემარბებს, შემდეგ იცავს მხოლოდ ხუთი კაცით: ეს ნიშნავს, რომ ისინი რისკავს გოლის გაშვებას“.
- განაცხადა ფედელემ Radio Marte-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ 3-4-2-1 სქემით თამაშს გეგმავს. ნეაპოლელთა ტაქტიკური ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ სტატია იხილოთ ბმულზე.