მის გარეშე მიზანი მიუღწეველია - Sky Sport-ის სტატია კიტეიშვილზე
Sky Sport Austria ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე, ოთარ კიტეიშვილზე წერს. მასთან ერთად და მის გარეშე საქართველოს ნაკრები განსხვავებული გუნდი იყო, რაც არამარტო მატჩის სურათში, არამედ სტატისტიკაში, გატანილ და გაშვებულ გოლებშიც კარგად გამოჩნდა.
ევრო 2024-ის საწყისი ორი შეხვედრა გამოტოვა, ესპანეთთან ტრავმის გამო შეცვალეს. კიტეიშვილის გარეშე საქართველოს ნაკრებმა 240 წუთი ითამაშა, 8 გოლი გაუშვა. ევრო 2024-ზე 130 წუთი ითამაშა. ამ დროში საქართველოს ნაკრებმა 3 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთხელ გაუტანეს, როცა ტრავმის გამო დაცვითი ფუნქციების შესრულებაში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა.
ფაქტები და თამაშის სურათი სრულად ასახავს იმ პრობლემას, რაც კიტეიშვილის არყოფნისას გადაუჭრელია. დაცვიდან შეტევაში ბურთის „ამოტანა'' იდეალურად მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როცა ნახევარდაცვის ცენტრში ქოჩორაშვილი-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის ტრიო მოქმედებს. კიტეიშვილის არყოფნა ნათლად გამოჩნდა ესპანეთთან მეორე ტაიმში, როცა სწრაფ კონტრშეტევებს ვერ ახორციელებდნენ, ჩაკვეტაძის გაყვანამ კი კონტრშეტევების განვითარების ყველა შანსი მოკლა.
Sky Sport Austria: „კიტეიშვილთან ერთად საქართველო ძალიან ძლიერი იყო, ის განსხვავების ფარული შემქმნელია. წარმატების სრულყოფა კიტეიშვილის გარეშე მიუღწეველია, საქართველომ ერთადერთი მატჩი პორტუგალიასთან მოიგო, როცა კიტეიშვილმა მთელი მატჩი ითამაშა. ესპანეთთან მატჩში, როცა მოედანზე იყო, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა იმ მომენტში უკვე ტრავმირებული იყო, დაცვას ვერ დაეხმარა და მალევე შეცვალეს''.
ევრო 2024-ის დაწყებამდე ოთარ კიტეიშვილმა „შტურმთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი სტატია: უცნობი დეტალები | რატომ გააფორმა კიტეიშვილმა ახალი კონტრაქტი