ხვიჩა კვარაცხელია, ივან ძაძარონი
Aa
Aa

კვარას 100 მილიონად პსჟ-ში გავუშვებდი და ნიკოს ვიყიდიდი - Corriere-ს დირექტორი ხვიჩაზე

Corriere dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ ახლახან ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. მისი აზრით, „ნაპოლიმ’’ კვარა პსჟ-ში 100 მილიონად უნდა გაყიდოს და „ბილბაოდან’’ ნიკო უილიამსი იყიდოს. ძაძარონი ესპანეთი-ხორვატიის მატჩთან დაკავშირებით საუბრობდა, ნიკო უილიამსი ახსენა და პარალელი კვარასთან გაავლო.

„ესპანეთსა და ხორვატია შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ საშუალოდ ესპანელთა ასაკი ახალგაზრდულია, ხორვატები ასაკოვანნი არიან, მაგრამ ასევე უფრო გამოცდილები და ესპანელებზე გაცილებით ნელა მოქმედებენ. მაგალითად, დალიჩის გარემარბები არ არიან ისეთივე სწრაფები როგორც მაგალითად ნიკო და იამალი. მე რომ აურელიო დე ლაურენტისის ადგილზე ვიყო, კვარას პსჟ-ში 100 მილიონ ევროდ გავყიდიდი და მოხარული ვიქნებოდი თუ ნიკოს 55 მილიონად  ვიყიდი, ნიკოს გამოსასყიდი თანხა სწორედ 55 მილიონია. ნიკომ ჯოვანი დი ლორენცო აშკარად დაჩაგრა’’.

ძაძარონი ერთადერთი არაა, რომელმაც კვარას მიმართ უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. „რომას’’ ყოფილი ფეხბურთელი ომარ თეთრაძე თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი შემტევი საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს.

„მისი გონება აშკარად გაფანტულია და ფეხბურთზე უფრო მეტად ტრანსფერზე ფიქრობს, სწორედ ამით არის განპირობებული სუსტი ასპარეზობა'' - აღნიშნა თეთრაძემ (ვრცლად).

24 ივნისს CalcioNapoli24-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით ვიგებთ, რომ მამუკა ჯუღელმა კლუბს ფეხბურთელის ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდა მოსთხოვა. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ანაზღაურება 10 მილიონამდე გაუზარდეს. მეორე მიზეზია პსჟ, რომელიც კვარას წლიურ ხელფასად 10 მილიონს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები