ხვიჩა კვარაცხელია, ომარ თეთრაძე
Aa
Aa

„ფეხბურთზე მეტად ტრანსფერზე ფიქრობს“ - თეთრაძემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია. როგორც მათი ჩემპიონატის ყოფილ ვარსკვლავზე, რუსული მედია საშუალებები 23 წლის კვარაზე ბევრს საუბრობენ და მისი თამაშის შეფასებას ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს სთხოვენ. ამჯერად მათი რესპოდენტი ომარ თეთრაძე იყო, რომელიც საქართველოში ბოლოს „იბერიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.

რას ამბობს თეთრაძე

ხვიჩა მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საკუთარ თავს არ ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ მასზე უარყოფითად პსჟ-სთან დაკავშირებულმა სატრანსფერო ჭორებმა იმოქმედა.

მე კარგად ვიცნობ ფეხბურთელის ფსიქოლოგიას და ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორი ცუდია მნიშვნელოვანი ტურნირის წინ მსგავსი სახის სპეკულაციების მოსმენა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

მისი გონება აშკარად გაფანტულია და ფეხბურთზე უფრო მეტად ტრანსფერზე ფიქრობს - სწორედ ამით არის განპირობებული სუსტი ასპარეზობა.

კვარაცხელიამ პირველ ტურში თურქეთთან სრულად ითამაშა, გუშინ კი მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის 81-ე წუთზე შეცვალა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 32 მატჩში მის ანგარიშზე 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ბევრ სამუშაოს ასრულებს“ - რევაზ გოცირიძის შეფასება
„კვარა ბევრ სამუშაოს ასრულებს“ - რევაზ გოცირიძის შეფასება