ხვიჩა კვარაცხელია, პედრო გონსალვეში
Aa
Aa

თუ კვარა გაყიდეს - ნაპოლის ხვიჩას შემცვლელად 2 კანდიდატი ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ქართველი შემტევის მომავალ კლუბად პსჟ-ს ასახელებენ, თუმცა „ნაპოლი“ მის შენარჩუნებას მთელი ძალებით ცდილობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ნასერ ალ ხელაიფიმ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა და ნეაპოლელებს მაგიდაზე 100 მილიონიანი წინადადება უდევთ. „ნაპოლიმ“ იცის, რომ ხვიჩას შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. აქედან გამომდინარე ქართველის შემცვლელს პარალელურად აქტიურად ეძებენ.

წინა კვირაში დაიწერა, რომ „ნაპოლი“ „ჯენოას“ ისლანდიელ შემტევს ალბერტ გუდმუნდსონს აკვირდება. დღეს კი პორტუგალიური A Bola წერს, რომ „პარტენოპეი“ ლისაბონის „სპორტინგის“ შემტევს პედრო გონსალვეშს უმიზნებს.

25 წლის პორტუგალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ თვალთახედვის არეში აქამდეც იყო, როცა ის „ფამალიკაოში“ თამაშობდა. ნეაპოლელთა სკაუტები მას კარგა ხანია აკვირდებიან. კლუბის სიაში ის ერთ-ერთი მოწინავეა.

ნეაპოლელებს არ სურთ, რომ ხვიჩას გაყიდვის შემთხვევაში ახალი მთავარი მწვრთნელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ტაქტიკის შეცვლა მოუხდეს.

გონსალვეშმა უკვე დასრულებულ სეზონში „სპორტინგის“ რიგებში ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

როგორც ცნობილია, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება, რომელმაც ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურას როგორც ჩანს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში