გიორგი მამარდაშვილი, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა

AS-ი ცნობილ სტატისტიკურ სააგენტოზე, Opta-ზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც „ვალენსიას'' ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ეხება.

2024 წელს მამარდაშვილმა ლა ლიგის 11 მატჩში 10 გოლი გაუშვა. OPTA- ს სტატისტიკის მიხედვით აღნიშნულ 11 მატჩში მოსალოდნელი გოლების (xG) ჯამი 16,1 იყო, ქართველმა მეკარემ 10 გოლი გაუშვა და „ვალენსია’’ 6,1 გოლისგან იხსნა. ამ სტატისტიკით მამარდაშვილი ევროპაში მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე ჯანლუიჯი დონარუმაა, იტალიელმა მეკარემ პსჟ 6,8 გოლისგან იხსნა.

ამ სტატისტიკას ასე ითვლიან, მოსალოდნელ გოლებს აჯამებენ და ამ ჯამს აკლებენ აღნიშნულ მატჩებში გაშვებული გოლების რაოდენობას.

მამარდაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტატისტიკურ ინფორმაციას შეგახსენებთ, ამ სეზონში ლა ლიგაში 29-დან 10 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ერთი სეზონის მიხედვით ქართველმა მეკარემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა, თუ 2021-22 წლების სეზონში 18-დან 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, გასულ სეზონში კი 38-დან 7-ში, ამ სეზონში ეს სტატისტიკა ათ შეხვედრამდე გაზარდა და გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს, სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი (იხილეთ ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები