ახალი წინადადებები რეალურია - გერმანული გამოცემა ბუდუს ტრანსფერს არ გამორიცხავს
გერმანული ვებგვერდი Liga Zwei არ გამორიცხავს, რომ „კარლსრუეს'' ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ზაფხულში გუნდი შეიცვალოს, რადგან მისი მაღალი შედეგიანობიდან გამომდინარე სხვა გუნდების მხრიდან ინტერესს გამოიწვევს ან შესაძლოა უკვე იწვევს.
„ლუქსემბურგთან მატჩის გმირი ზივზივაძე იყო. „კარლსრუეში’’ მისით ბედნიერები არიან, მაგრამ ალბათ მის მიმართ შერეული გრძნობებია. სიურპიზი არ იქნება, რომ მისი შედეგიანობიდან გამომდინარე ერთი ან ორი კლუბის მხრიდან ინტერესი გამოეწვია.
ზივზივაძეს ალბათ არასდროს დაავიწყდება, რომ უნგრეთში გატარებული რთული პერიოდის შემდეგ „კარლსრუეში'' გადასვლით კარიერაში ახალი სტარტის აღების შესაძლებლობა მიიღო.
რეალურია რომ სხვა კლუბების მხრიდან წინადადებები მიიღოს, მაგრამ მისი წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არაა’’.
გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ბუდუ ზივზივაძის შედეგიანობა შთამბეჭდავია, მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო. საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით ბოლო 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
ზივზივაძის „მოლ ფეჰერვარიდან'' „კარლსრუეში'' ტრანსფერში ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა. ბუდუს მენეჯერი ლაშა ოდილაძეა, რომელიც კარგ ტრანსფერებს მეტწილად უნგრულ ბაზარზე ახორციელებს. რომ არა იაშვილის როლი და ავტორიტეტი, ოდილაძეს უთამაშებელი ზივზივაძის გერმანულ კლუბში გადაყვანა ძალიან გაუჭირდებოდა. მოგეხსენებათ, ვიდრე 2023 წლის ზამთარში ბუდუ „კარლსრუეში'' გადავიდოდა, ნახევარი სეზონი კლუბთთან და კლუბის ქომაგებთან კონფლიქტის გამო გაუცდა (ვრცლად).