კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ჰეთ-თრიკი და მაგარი ასისტი - ბენზემამ ალ-იტიჰადს მოაგებინა

საუდის არაბეთის ჩემპიონატში ქარიმ ბენზემას „ალ იტიჰადმა" „აბას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩის გმირი ბენზემა გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ერთი ლამაზი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ფრანგმა ფორვარდმა 38-ე წუთზე პენალტი გაიტანა. მეორე ნახევარში კი 67-ე და 69-ე წუთებზე მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო და მატჩს ინტრიგა დაუკარგა.

რამდენიმე დღის წინ, „ალ-იტიჰადმა“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა, რომელმაც ბენზემას ზარმაცი უწოდა. ქარიმმა კი დღეს თავისი თამაშით ყველა კრიტიკოსს უპასუხა.

ბენზემას საუდის არაბეთის ლიგაში 11 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. ბომბარდირთა დავაში კი მე-3 ადგილზე იმყოფება.

ჩემპიონატში ბენზემაზე მეტი მხოლოდ „ალ-ჰილალიდან“ ალექსანდრ მიტროვიჩმა (10 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუმ (12) გაიტანეს.

„ალ იტიჰადი" 24 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე
ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - ჯანლუიჯი ბუფონი კვარაზე