ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგერმა 4:0 მოიგო
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ვოლფსბერგერმა’’ შინ „კლაგენფურტი’’ 4:0 გაანადგურა.
„ვოლფსბერგერის'' სასტარტო შემადგენლობას სანდრო ალთუნაშვილი დაუბრუნდა, 26 წლის ნახევარმცველმა „ალტახთან'' მიღებული დაზიანების გამო 2 მატჩი გამოტოვა (ბუნდესლიგაში „ლინცთან'' და ავსტრიის თასზე „ლეობენთან''), დღეს კი თავი კარგად წარმოაჩინა.
მესამე გოლისას სანდრო ალთუნავილმა ბრწყინვალე პასი შეასრულა მოჰამედ ბამბას მისამართით, თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. საბოლოოდ, შეტევა ნიკოლა ჯორიჩის ავტოგოლით დასრულდა.
ალთუნაშვილმა ამ მატჩში ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა, თუმცა ერთ შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა, 69-ე წუთზე კი შეტევა გოლით დასრულდა.
სანდრო ალთუნაშვილმა, რომელიც „ვოლფსბერგერს'' გასულ ზაფხულში ბათუმის „დინამოდან'' შეუერთდა, ბუნდესლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. დღევანდელ მატჩში შესრულებული პასი მის ავსტრიულ კარიერაშიც დამახასიათებელია. შესაძლოა, მისი გადაცემები ხშირად საგოლე პასად არ ჩაითვალოს, თუმცა გამჭოლმა გადაცემამ შეტევის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინოს. ამიტომ, სანდროს სტატისტიკა შთამბეჭდავი არაა მათთვის, ვინც ფეხბურთელის თამაშს მხოლოდ მშრალი სტატისტიკით აფასებს. გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევებში ალთუნაშვილის პასებს მისი თანაგუნდელები ვერ იყენებენ (იხილეთ).