სანდრო ალთუნაშვილი, ვოლფსბერგერი
Aa
Aa

ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასები - ვოლფსბერგერში გამორჩეულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“ კარგად შეეწყო, ბუნდესლიგაში რეგულარულად თამაშობს და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. სანდრომ განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ბუნდესლიგის მესამე ტურში „ლუშტენაუსთან“ შეხვედრაში დატოვა, 5 საკვანძო გადაცემა შეასრულა, მათგან ორი Sky Sport Austria-ს მიმოხილვაში მოხვდა. სამწუხაროდ, სანდროს პასები თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს.

Sofascore-მა „ვოლფსბერგერი“ - „ლუშტენაუს“ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ ნახევარმცველს დაუწერა - 7,8 და შემდეგ სანდრო ამავე სტატისტიკურმა ვებგვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.


ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში ვენის „აუსტრია“ - „ვოლფსბერგერის“ მატჩი 0:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში უპირატესობას მეტწილად „აუსტრია“ ფლობდა, „ვოლფსბერგერი“ კი მეტწილად დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე ორიენტირდა. ამ შეხვედრიდან გამომდინარე Sofascore-მა სანდროს 7,2 დაუწერა, რაც მის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო, თუმცა შეტევაში ისეთივე პროდუქტიული არ ყოფილა, როგორც მესამე ტურში „ლუშტენაუსთან“ იყო, რაც გარკვეულწილად თამაშის სურათიდან გამომდინარე აიხსნება. „აუსტრიასთან“ მატჩში სანდრო 85-ე წუთზე შეცვალეს, კუნთებზე სპაზმის გამო.

ავსტრიის ბუნდესლიგის საწყის ოთხ ტურში „ვოლფსბერგერმა“ 6 ქულა დააგროვა (1 მოგება, 3 ფრე). მეხუთე ტურში, 26 აგვისტოს, „ვოლფსბერგერი“ ქვეყნის ჩემპიონ „ზალცბურგს“ მიიღებს.

 

ბოლო მატჩებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნულ ნაკრების ნახევარდაცვა საკმაოდ სუსტად გამოიყურება, სანაკრებო მატჩების მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანია კონკურენციის ზრდა. ამ სეზონის სტარტიდან გამომდინარე ალთუნაშვილს ნიკა კვეკვესკირთან, ლუკა გაგნიძესთან, გიორგი აბურჯანიასთან და სხვა კონკურენტებთან კონკურენციაში შესვლა ნამდვილად შეუძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებს ცენტრალური ზონიდან ისეთი საკვანძო გადაცემების შესრულება ძალიან უჭირდათ, როგორიც სანდრომ „ლუშტენაუსთან“ შეხვედრაში შეასრულა.

საქართველოს ჩემპიონატში თამაშის პერიოდში ვილი სანიოლი ალთუნაშვილს ეროვნულ ნაკრებში იძახებდა ხოლმე, თუმცა თამაშის შანსს არ აძლევდა. „ვოლფსბერგერში“ ტრანსფერისა და ავსტრიის ჩემპიონატში კარგი თამაშის შემდეგ შესაძლოა სანიოლის ალთუნაშვილისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს. თუ სანდრომ ასე თამაში გააგრძელა, ფრანგ სპეციალისტს უფრო მეტი და უფრო მყარი არგუმენტები ექნება იმისთვის, რომ სანდროს ნაკრებში სათამაშო დრო მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაზელმა 8:1 მოიგო - სიგუას საგოლე პასი შვეიცარიის თასზე
ბაზელმა 8:1 მოიგო - სიგუას საგოლე პასი შვეიცარიის თასზე