ყოველ 4 წელში, ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს, საკუთარი თილისმა ჰყავს. იდეა 1966 წელს წარმოიშვა და დღემდე გრძელდება.
2022 წლის კატარის მუნდიალის მასკოტი La'eeb (ლაიბი) იქნება, რომელიც გულშემატკივარმა უკვე გაიცნო.
ლაიბი პატარა ანიმაციური არსებაა, რომელსაც განსაკუთრებული ახსნა არ აქვს. ის იქნება ის, როგორადაც მას ფეხბურთის გულშემატკივარი მთელი მსოფლიოდან წარმოიდგენს, თუმცა ნაწილის აზრით, ლაიბი ,,მფრინავი მოჩვენებაა".
უნდა ითქვას, რომ აუხსნადი პერსონიფიცირების გარდა, მისი სქესი ასევე დიდი ხსნის მანძილზე არ ვიცოდით იქამდე, სანამ მას FIFA-მ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მამაკაცის იდენტობა არ მიაკუთვნა:
,,თავგადასავლების მაძიებელი" - ასე ახასიათებს FIFA-ს შემოქმედებითი ჯგუფი ლაიბს და დასძენს: ,,ეს არის სამყარო, სადაც ჩვენი იდეები და წარმოდგენები პერსონაჟებს თავად ქმნიან, ეს პერსონაჟები კი თითოეული ადამიანის გონებაში ცხოვრობენ".
He's come from the mascot-verse full of energy and is ready to bring the joy of football to everyone!
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) April 1, 2022
Introducing: La'eeb - the #FIFAWorldCup Qatar 2022 Official Mascot pic.twitter.com/RrEA6iS6t4
2022 წლის მუნდიალის თილისმის სახელი - ,,La'eeb" არაბული სიტყვაა, რაც ,,სუპერ მოთამაშეს" ნიშნავს.
მიუხედავად იმის, რომ FIFA-მ მასკოტის დეტალური ახსნა არ შემოგვთავაზა, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ კატარში გასამართი მუნდიალის სიმბოლოდ შერჩეულ მასკოტს ეროვნული სამოსი მოსავს, რომელიც მან ადგილობრივი კულტურის გათვალისწინებით, მემკვიდრეობით მიიღო. ტრადიციული არაბული ტანსაცმელი გრძელია და სხეულის თითქმის ყველა ნაწილს ფარავს.
ეს ხდება თილისმის შემთხვევაშიც. ახსნა მარტივია - რეგიონის კულტურული და კლიმატური მახასიათებლები. გრძელი სამოსის დანიშნულება მზის ცხელი სხივებისგან, მტვრისგან და ქვიშისგან დაცვაა. როგორც წესი, გრძელი ჩასაცმელის ,,მეწყვილე" შარფიცაა, რაც აუცილებლად ბამბისგან მზადდება. მამაკაცის თავსაბურავი თეთრია, რომელსაც ზოლად შავი სამაგრი გასდევს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გულშემატკივარს ახალი თილისმა ძალიან მოეწონება, რადგან ის მხიარული პერსონაჟია. ლაიბი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - ამბობს FIFA.
მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში, კატარმა და მასკოტმა ჯამურად 300 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯეს, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ 2022 წლის მუნდიალი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება.
View this post on Instagram
ადგილი, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 38° C-ზე მაღალია, ხოლო ნალექი იშვიათი, პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს შემოდგომა - ზამთრით უმასპინძლებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი კატარსა და ეკვადორს შორის, 20 ნოემბერს გაიმართება, ფინალური მატჩის თარიღი კი 18 დეკემბერია.
ვის მოუტანს ,,თავგადასავლების მაძიებელი" ლაიბი იღბალს?
ამას დაახლოებით ერთ თვეში გავიგებთ.
გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და ასობით გარდაცვლილი მუშა | კატარი 2022 წლის მუნდიალისთვის ემზადება
კატარში, საცხოვრებლებიდან ათასობით დაქირავებული მუშა იძულებით გაყარეს | 2 კვირა მუნდიალამდე