არასრულ 3 საათში - დინამო ბათუმი v სივასპორის ბილეთების უდიდესი ნაწილი გაიყიდა
Aa
Aa

არასრულ 3 საათში - დინამო ბათუმი v სივასპორის ბილეთების უდიდესი ნაწილი გაიყიდა

ოთხი ქართული კლუბიდან ევროტურნირები მხოლოდ „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმი არენაზე, მინიმალური მარცხის შემდეგ (1-0), გია გეგუჩაძის გუნდმა ბელარუსში,  „ბატეს" დამაჯერებელი ანგარიშით - 1-4 მოუგო (ორი მატჩის ჯამში - 2-4) და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორს" (თურქეთი) დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში, 5 აგვისტოს ჩაატარებს. მატჩი ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან დაიწყება.

შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია დღეს, ონლაინ დაიწყო და ამ ეტაპისთვის, მატჩზე დასასწრები ბილეთების უდიდესი ნაწილი გაყიდულია.  თავდაპირველად, ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იყო, თუმცა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კონკრეტული ღირებულების ბილეთების რეალიზაცია, აღარ მიმდინარეობს. 

ბილეთების ყიდვა

ფოტო: დინამო ბათუმი

საინტერესოა, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები