მიქაუტაძის საუკეთესო მომენტები VS რენი
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლიონმა’’ შინ „რენი’’ 4:1 გაანადგურა. პაულო ფონსეკამ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, 76-ე წუთზე თამაშში ჩართო, როცა ანგარიში 3:1 იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე გამოსვლიდან 49 წამში გაიტანა. ბურთი შერკისთან გაითამაშა, მკერდით მიიღო და აკრობატულ სტილში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო.