ასტონ ვილა - პსჟ 3:2
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილამ’’ „ვილა პარკზე’’ პსჟ 3:2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა, ენრიკეს ფეხბურთელებმა „პარკ დე პრენსზე’’ 3:1 მოიგეს. „ასტონ ვილა’’ შინ 0:2-ს აგებდა, ჰაკიმის სწრაფ გოლს მენდეშის გოლი მოჰყვა. 34-ე წუთზე ტილემანსმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ 2-წუთიან მონაკვეთში უნაი ემერის გუნდმა 2 გოლი გაიტანა, თამაში შემოტრიალა. 55-ე წუთზე მაკგინიმ მაგარი გოლი შეაგდო, 57-ე წუთზე კონსამ გაიტანა და პსჟ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია დონარუმას ბრწყინვალე თამაში, როცა 3:2-ზე რთული დარტყმა მოიგერია.