გოლი და საგოლე პასი | ყაზაიშვილის წარმატებული მატჩი ჩინეთში
ჩინეთის სუპერ ლიგაში შანდონ თაიშანმა ცინდაო ვესტ კოსტი გასვლაზე გაანადგურა (1:5), რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ვაკო ყაზაიშვილმა შეიტანა. ვაკომ გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 გახდა. 75-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის აქტივში საგოლე პასი იყო. ამ სეზონში ვაკომ სუპერ ლიგაში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.