ბაიერნი - ინტერი 1:2
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი შინ მილანის ინტერთან 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი ლაუტარო მარტინესის ბრწყინვალე გოლით სტუმრებმა მოიგეს, 85-ე წუთზე ტომას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე, 87-ე წუთზე ფრატეზიმ, რომელიც ცვლილებაზე გამოვია, გამარჯვების გოლი გაიტანა.