ოდიშარიას საგოლე პასი და შესანიშნავი გოლი VS ლიეპაია
ლატვიის ჩემპიონატის მე-4 ტურში რფს-მა შინ ლიეპაია 4:1 დაამარცხა. ლაშა ოდიშარია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. 48-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით ანგარიში 2:1 გახდა. 88-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ქართველმა შემტევმა დააფიქსირა, ოსტატურად იმოქმედა.