გულიაშვილის ბრწყინვალე შესრულება | იგმანს 2 გოლი გაუტანა
ბოსნიის ჩემპიონატის 23-ე ტურში „სარაევომ’’ შინ „იგმანს’’ 3:0 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა მეორე ტაიმის მიწურულს დუბლი შეასრულა, 79-ე წუთზე მისი შესანიშნავი დარტყმით ანგარიში 2:0 გახდა, 82-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა.