ბაიერნი - სელტიკი 1:1
ჩემპიონთა ლიგის ფლეი ინის საპასუხო მატჩში ბაიერნი-სელტიკი 1:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე მიუნხენური გრანდი გავიდა. ანგარიში ნიკოლას კიუნმა 63-ე წუთზე გახსნა, დამატებულ წუთზე ალფონსო დევისმა ანგარიში გაათანაბრა. ეს გოლი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა სელტიკმა შინ 1:2 დათმო.