მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა - ძოწენიძის სადებიუტო გოლი სლოვაკეთში
სლოვაკეთის ჩემპიონატში მიხალოვცეს ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ პოდბრეზოვას გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა. ეს თორნიკეს პირველი გოლია სლოვაკეთის ჩემპიონატში.