ასისტის შემდეგ გოლიც - ბუდუმ პადერბორნს გაუტანა
მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში კარლსრუე პადერბორნს სტუმრობს. ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემის შედეგად, სებასტიან იუნგმა მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. 35-ე წუთზე კი თავად ბუდუმ შეძლო გატანა და ანგარიში 2:0 გახადა. ეს მისთვის ბუნდესლიგურ სეზონში მე-12 გოლია.